“მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები აღარ იქნება” – მამუკა მდინარაძე

“ახლა კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განსხვავებით რამდენიმე დღის წინანდელი სიტუაციისგან“, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, იმის საპასუხოდ, კვლავ იგეგმება თუ არა მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები.

„5 დღის წინ, როდესაც მკითხეთ ნათია თურნავასთან დაკავშირებით, შემთხვევითი არ ყოფილა ჩემი პასუხი, სადაც მე არ გამოვრიცხე ეს ყველაფერი. გაგეცით ზოგადი პასუხი, რადგან არ მინდოდა დაგეგმილი ცვლილებების შესახებ მესაუბრა. არც დავადასტურე და არც უარვყავი ეს ინფორმაცია. მაშინ გითხარით, რომ 200-300 შემთხვევიდან, რომელსაც ავრცელებთ, ერთი მართლდება ხოლმე და დაველოდოთ ეს ერთი გამართლდება თუ არა-თქო. ახლა გეუბნებით, რომ იმ 200-300-ში ერთი არ არის ის, რასაც მეკითხებით. ახლა კატეგორიულად შემიძლია გითხრათ, რომ არანაირი ცვლილებები უახლოეს მომავალში არ იგეგმება, განსხვავებით რამდენიმე დღის წინანდელი სიტუაციისგან“, – განაცხადა მდინარაძემ

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები განხორციელდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა, მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ცვლის, რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ამავე უწყებაში ლევან დავითაშვილის უწყებაში მუშაობდა.

მსგავსი თემები