„თუ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნება, შესაძლოა დაინვალიდდეს“ – მარიამ ჯიშკარიანი

„არ ვარ დარწმუნებული, რომ მოსამართლის დავალება შესრულდება, ვინაიდან, ერთი თვეზე მეტია ველოდებით მიხეილ სააკაშვილთან შესვლას, რათა მისი მდგომარეობა შევისწავლოთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ გვეძლევა“ – ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა.

ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მისი დაინვალიდება მოხდეს.

„სააკაშვილს სჭირდება ადეკვატური და შესაბამისი მკურნალობა, რასაც ის არ იღებს ეს არის ძალიან საშიში გზა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის დაინვალიდება. არანაირი პროგრესი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის მის ჯანმრთელობის მდგომარეობაში, და ამაზე პასუხი რა თქმა უნდა, უნდა აგოს პენიტენციურმა სამსახურმა“, – აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმის მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა, სპეციალური პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელს მიმართა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ.

მოსამართლემ ეს განცხადება მას შეემდეგ გააკეთა, რაც სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ცენტრ „ ემპათიის“ თანამშრომლების ციხეში შეშვების საკითხი დააყენა.

 

მსგავსი თემები