ვირუსს 53 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 53 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 404 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 22 444 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 10 931 შემთხვევა, აჭარა – 1 876, იმერეთი – 3 281, ქვემო ქართლი – 1 193, შიდა ქართლი -1 062, გურია – 616, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 496, კახეთი – 1 101, მცხეთა-მთიანეთი – 450, სამცხე-ჯავახეთი – 359, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 79.

მსგავსი თემები