30 000-მდე რუსი ჯარისკაცი სამხედრო წვრთნებში ერთვება

კრემლი ჯარისკაცების გადამზადების ახალ ეტაპს იწყებს. ამჯერად, სამხედრო წვრთნებს რუსი ჯარისკაცები ბელორუსთან ერთად გაივლიან.

ბელორუსისა და რუსეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში „ეს-400“ სახმელეთო-საჰაერო სარაკეტო სისტემების ორი ბატალიონი და 35 ავიაგამანადგურებელიც ჩაერთვება.

დასავლეთი კრემლის აღნიშნულ ნაბიჯს მორიგ მზაკვრულ გეგმად აფასებს და არც ეეჭვებათ, რომ რუსეთი უკრაინაში იერიშის მისატანად ემზადება.

მსგავსი თემები