„ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია“ – ენტონი ფაუჩი

„თუ ხართ ჯანმრთელი, 30 წლის ადამიანი, რომელსაც არ აქვს სხვა დაავადებები, გამაძლიერებელი წამალი (ბუსტერი) შესაძლოა, მხოლოდ ოთხ ან ხუთ წელიწადში ერთხელ დაგჭირდეთ,”- აცხადებს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი.

მისი შეფასებით, დღევანდელი გადასახედიდან, კორონავირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია.

„COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ საკმარისი აცრების და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად შეზღუდვები სავარაუდოდ მალე წარსულს ჩაბარდება“ – აცხადებს ფაუჩი.

მსგავსი თემები