მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე უკრაინულად იმღერა

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი დღეს, სასამართლო პროცესზე ამღერდა. სიმღერა “დიდება უკრაინას” მან უკრაინულ ენაზე შეასრულა. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის დროშა გაშალა და ეროვნული ჰიმნი იმღერა.

ბრალდებული პრეზიდენტის თქმით, დროშა, რომელიც მას თან აქვს, სწორედ უკრაინელი დეპუტატების გზავნილია.

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ე.წ. პიჯაკების საქმეს იხილავდა, რომელსაც თავად ბრალდებული ესწრებოდა.

 

მსგავსი თემები