„შენ ისეთი ტიპი ხარ ციხეს გაუძლებ და მოდი და აიღე დანაშაული შენს თავზე რა პრობლემაა“ – ადვოკატი დიანა გვიშიანი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„რეალურ მკვლელს ჰყავს გავლენიანი მფარველი“ – აცხადებს ადვოკატი  ადვოკატი დიანა გვიშიანი „მედიაცენტრ მთავარში“ და არარსებულ მტკიცებულებებს და გარემოებებზე საუბრობს, რის საფუძველზეც უდანაშაულო ადამიანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

საქმე ეხება 2021 წლის 13 მარტს კასპში მომხდარი  მკვლელობას. კერძოდ, ​სასაფლაოს ტერიტორიაზე მწყემსმა იპოვა მამაკაცის ნაწამები  გვამი. გარდაცვლილი  იყო კასპში მაცხოვრებელი ნოდარ ღუნაშვილი. მის მკვლელობა კი მის უახლოეს მეგობარს ზ. კახიშვილს, დააბრალეს,  რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ადვოკატის განცხადებით საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რაც საქმის სრულიად სხვა სახელმწიფო ან პოლიტიკურ ინტერესზე მიუთითებს.

უფლებადამცველი საუბრობს როგორ იმუშავა მთელმა სახელმწიფო მანქანამ ზურაბ კახიშვილის წინააღმდეგ, რათა გახსნილად გამოეცხადებინათ ჩადენილი დანაშაული.

,,იგი შეიყვანეს იმდროინდელ პოლიციის განყოფილების უფროსთან, რომელმაც უთხრა შემდეგი სიტყვები – შენ უნდა აღიარო ეს დანაშაული, ყველა მტკიცებულებები გვაქვს, თუ არ აღიარებ  შენ უვადოდ აღმოჩნდები ციხეში თუ აღიარებდა კვალიფიკაცია შეიცვლებოდა დანაშაულზე და გადავიდოდა აუცილებელ მოგერიებაზე. 108-თ ჰქონდა წარდგენილი ბრალი და გადავიდოდა აუცილებელ მოგერიებაზე და მალე დატოვებდა დაწესებულებას. ამან დიდი აღშფოთება გამოიწვია ზურა კახიშვილში.მათ შორის მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.. სასამართლომ არ მისცა საშუალება, რომ ეს მოესმინა. ამ ფიზიკური დაპირისპირების დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო ნაცემი“ – განაცხადა დიანა გვიშიანმა „მედიაცენტრ მთავარში“.

დაცვის მხარე ფიქრობს, რომ მფარველების წყალობით, რეალური მკვლელი დღესაც თავისუფლად გადაადგილდება.

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეალურ მკვლელს ჰყავს გავლენიანი მფარველი. მათ სჭირდებოდათ ადამიანი, რომლსაც ამ დანაშაულს დააბრალებდნენ. პოლიციის განყოფილების უფროსს უთქვამს, შენ ისეთი ტიპი ხარ ციხეს გაუძლებ და მოდი და აიღე დანაშაული შენს თავზე რა პრობლემაა. იმჟამინდელი ადვოკატი ადასტურებს და პროცესზეც გააჟღერა, რომ ასეთ შეთავაზებას ჰქონდა ადგილი. დაპირდნენ, რომ მას კვალიფიკაციას შეეცვლებოდა და დაუმძიმდებოდა ბრალი და მე-2, მე-3 დღეს ზურაბ კახიშვილთან შედის გამომძიებელი უკვე 109 მუხლით, მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით“ – აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გამოძიების დაწყების დროს ერთადერთი დანაშაულის მამხილებელი მოწმე იყო გარდაცვლილის მეუღლე ქეთევან ჩხაიძე, რის საფუძველზეც დააკავეს ზურაბ კახიშვილი. სასამართლო პროცესზე დადასტურდა, რომ ქეთევან ჩხაიძე ცრუობდა.

„2021 წლის 13 მარტს მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, გვამის აღმოჩენისთანავე  დაიწყო გამოძიება, რა დროსაც საგამოძიებო უწყებამ არ ამოიღო მოკლულის სახლის წინ მდებარე  სკოლა-გიმნაზიისა და ,,პსპ“-ს  ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები. ,რატომ არ ამოიღო პროკურატურამ  ეს კამერები რა ინტერესი იყო, ან ამოიღო, ნახეს, რომ იქ კახიშვილი არ იყო და არ ჩადო საქმეში მტკიცებულებად. გამოძების მიერ ამოღებულია სრულიად სხვაგვარი დანა, რომელიც არ არის გასაშლელი . დანაზე არ არის აღმოჩენილი ზურაბ კახიშვილის სისხლის კვალი“- განაცხადა დიანა გვიშიანმა.

დაცვის მხარე საქმეს ზემდგომ ისტანციაში ასაჩივრებს და სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

,,ჩვენ ვთვლით, რომ შეთანხმებულად მოქმედება პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო . მათ უნდოდათ ვინმეს დასჯა, კონკრეტულად შეიძლება ზურაბ კახიშვილის დასჯა არ უნდოდა, მაგრამ დანაშაულის გახსნილად გამოცხადება და რეალური მკვლელის დაფარვა”- აცხადებს ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში“.

“ციხეს გაუძლებ, დანაშაული აღიარე” – ადვოკატი დიანა გვიშიანი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები