„არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, ასე როგორ დაგოიმდი?!“ – მიხეილ სააკაშვილი

„ივანიშვილს მინდა ვუთხრა, ძალიან არასწორი სტავკა გააკეთე ძმაო, ადრე გიმართლებდა, მაგრამ ახლა პუტინის გამარჯვებაზე რომ დააყენე სტავკა, ასე როგორ დაგოიმდი ა?! პუტინი ასხამს ბოლომდე უკრაინაში“ –  განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე.

აქვე მან განმარტა, რომ ანდჟეი დუდას პრემიერმინისტრთან შეხვედრა სურდა, რადგან ზურაბიშვილთან საუბარს აზრი არ აქვს, თუმცა ის სპეციალურად კოვიდინფიცირებულად გამოაცხადეს და გადამალეს.

„ საქმეს და რომ დაიმალე ჩირგვებში, ღარიბაშვილი რომ დააავადეთ კოვიდით, როცა ანდჟეი დუდა ჩამოდიოდა, თქვენ რა იცით, დუდა იქით წავიდა და მერე წამოვიდა პეკინიდან უკან, ძალიან მოითხოვა, რომ შეხვედროდა პრემიერმინისტრი, იმიტომ, რომ სალომე ზურაბიშვილთან შეუძლია ამინდზე ილაპარაკოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი არაფერს არ წყვეტს და მოითხოვა პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრა, რის შემდეგაც ღარიბაშვილი აორთქლდა, დაემართა კოვიდი, საგარეო საქმეთა მინისტრს რომელმაც დაურეკა ინგლისის საგარეო მინისტრმა, დაემართა კოვიდი, თითქოს კოვიდის დროს ლაპარაკი არ შეიძლება, მაშინ თქვეს მოადგილეების დონეზე ვილაპარაკოთო და ოთხივე დაკავებულიაო, მოკლედ ბოლომდე გადასხდნენ რუსეთის ბოსტანში და აღმოჩნდა, რომ პუტინს ძალიან ცუდად აქვს საქმე“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები