ვირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტი 1 252-ია

Stopcov.ge – ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 219 007, საიდანაც: 6 036 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 452, აჭარაში – 778, იმერეთში – 1 250.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 252 პირი, მათ შორის, თბილისში – 483, აჭარაში – 149, იმერეთში – 407. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 290 პირი,  მათგან თბილისში – 162, აჭარაში – 42, იმერეთში – 31. 1 901 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 185 – თბილისში, 487 – აჭარაში. 211 070 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 41 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები