„კლინიკებზე მიდის ზეწოლა რომ ეს პრეპარატი გამოიყენონ“ – იმუნოლოგი „რედმისივერის“ აკრაძალვას ითხოვს

„სამწუხაროდ, საქართველოში,  ამ პრეპარატის არამიზნობრივი გამოყენება ხდება.  განსაკუთრებით ომიკრონთან მიმართებაში, რომელიც ადამიანებში მსუბუქად მიმდინარეობს  ამ პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი“ –  ეს განცხადება იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც იმუნოლოგი აღნიშნავს, „რედმისევერის“ მოხმარებამ შესაძლოა, სიმსივნის წარმოქმნას შეუწყოს ხელი.

„იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა კვლევის შედეგები, რომ ამ პრეპარატს პოტენციურად შეუძლია სიმსივნე გამოიწვიოს.  ამ პრეპარატს არანაირი ეფექტი არ აქვს სიკვდილიანობის შემცირებაში და მეორე მხრივ, ვიგებთ, რომ შეუძლია ონკოგენური დაავადებები გამოიწვიოს. რასაკვირველია, ამ პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.  ფსევდო დასაბუთებები, რომ ეს პრეპარატი ადამიანს გადაარჩენს არარეალურია“ – აღნიშნა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან.“

იმუნოლოგი ზედმეტად დანიშნულ კვლევებსა და მკურნალობაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ ეს უკუშედეგს იძლევა.

„ზედმეტი მკურნალობა, ისეთი პრეპარატით, რომელიც ეფექტური არ არის, პირიქით სიკვდილიანობას განაპირობებს. იგივეა ზედმეტი რედგენოლოგიური კვლევები თუ ანტიბიოტიკების არამიზნობრივი დანიშვნა. ეს არ უნდა ხდებოდეს, მით უმეტეს, „ომიკრონის“ შემთხვევაში.  დიდი ქაოსია კლინიკურ მართვასთან დაკავშირებით. „რედმისივერთან“ დაკავშირებით კლინიკებზე მიდის სერიოზული ზეწოლა, რომ ეს პრეპარატი გამოიყენონ, მაშინ როცა სხვა ღონისძიებები უნდა იყოს გამოყენებული, მათ შორის, ჟანგბადის მარაგის არასწორად გამოყენება, ე.წ ხვრინვის აპარატების შემოტანა თუ სხვა.  ეს არის ის არასწორი ნაბიჯები, რომლებმაც მიგვიყვანა მაღალ სიკვდილიანობასთან“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთვართან ინტერვიუში.

მსგავსი თემები