მიხეილ სააკაშვილი თავის სასამართლო პროცესზე დასწრებას გეგმავს

დაახლოებით ერთ საათში, რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ეტაპირება  მოხდება. სასამართლო 11:00 საათზე ყოფილი პრეზიდენტის საქმეს განიხილავს. საუბარია ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის პერიოდში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაშია ბრალდებული. მასთან ერთად, ბრალდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეც განიხილება.

სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი თავად ბრალდებულმა პრეზიდენტმა გამოთქვა. მისი სურვილია, სასამართლო დარბაზში განცხადება გააკეთოს.

 

მსგავსი თემები