„არსებული ვაქცინის ეფექტურობა ნულს ქვემოთ ნიშნულზეა“ – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე

იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის განცხადებით, წელს პანდემიის დასასრულს უნდა ველოდეთ. თუმცა, მისივე შეფასებით, ეს არ ნიშნავს, რომ  ვირუსი სრულად გაქრება და ყურადღება და დაკვირვება უნდა მოვადუნოთ.

„ალბათ, გამოცხადდება კიდეც წელს პანდემიის დასასრული, თუმცა ვირუსი მუდმივი დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს და აუცილებელია ახალი სამკურნალო პრეპარატების, რეალურად მოქმედი პრეპარატების შემოტანა. ამაზე არ უნდა ითქვას უარი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, დაგვიანებული იყოს ამ ეტაპისთვის. უნდა გაგრძელდეს ამაზე მუშაობა, რომ საქართველოში ხელმისაწვდომი იყოს ის ახალი პრეპარატები,  რომელიც რეალურად მუშაობს“ – განაცხადა იმუნოლოგმა გიორგი გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან.“

იმუნოლოგის შეფასებით, არსებული ვაქცინის ეფექტურობა ნულს ქვემოთ ნიშნულზეა, რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ ვაქცინირებული მოქალაქეების დიდი ნაწილი ინფიცირდება.

„არსებული ვაქცინის ეფექტურობა ნულს ქვემოთ ნიშნულზეა. ამიტომაა, რომ ორჯერადად აცრილებიც ინფიცირდებიან. რასაკვირველია „ბუსტერი“ ზრდის დაცვის შესაძლებლობას, თუმცა 100%-იანი არც ბუსტერია. „ბუსტერიან“ პაციენტებსაც ასევე შეიძლება დაემრთოთ „ომიკრონი“. არსებული ვაქცინები ვეღარ უზრუნველყოფს ინფექციის გავრცეებას, თუმცა მისი მთავარი ამოცანა დაიცვას ადამიანი მძიმე დაავადებისაგან და სიკვდილის განვითარებისაგან ეს შენარჩუნებულია და ყველაზე მნიშვნელოვანია. „უნდა გაგრძელდეს იმაზე მუშაობა, რომ ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინის ახალი ვარიანტი, რომელიც დაფარავს ახალ ვარიანტს – ,,ომიკრონს“ და პოტენციურად წინ უნდა გავასწროთ ვირუსს“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მსგავსი თემები