„მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“ – პუტინი ზელენსკიზე

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინის გზავნილზეც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის პროვოკაციებს არ პასუხობს.

„მოგწონს თუ არა, მოითმინე ჩემო ლამაზო“ – ეს სიტყვები ვლადიმერ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტის მისამართით გამოიყენა.

ზელენსკი კი მას ასე პასუხობს: „არის რაღაცები, რაზეც ვერ იდავებ – უკრაინა ნამდვილად ლამაზია, რაც შეეხება სიტყვას „ჩემო“ ეს უკვე ზედმეტია. უკრაინა ითმენს. ვფიქრობ, ეს ჭკვიანურია. ეს მნიშვნელოვანია მთელი ევროპისა და რუსებისთვის, რადგან ესკალაცია დამოკიდებულია ჩვენს მოთმინებაზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენ ვართ ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენ არ ვპასუხობთ პროვოკაციებს, არამედ ვიქცევით ღირსეულად, ამიტომ მოთმინება, ჩემი აზრით, სიბრძნეა“, – განაცხადა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.


მსგავსი თემები