17 წლის მოზარდმა 29 წლის მამაკაცი მრავლობითი ჭრილობებით მოკლა

17 წლის სკოლის მოსწავლეს, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, 29 წლის კაცი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ მოზარდი მიმალვას შეეცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მას 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თვითმხილველების ინფორმაციით მკვლელობა გუშინ, გვიან ღამე მარნეულის ცენტრში მოხდა. მათი ინფორმაციით, მამაკაცს ზურგიდან 5-ჯერ აქვს დარტყმული დანა. ერთ-ერთი ვერსიით, მოზარდი ნასვამი იყო. სამართალდამცავების წინასწარი ინფორმაციით კი, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

მეზობლები აცხადებენ, რომ ბრალდებებული და მოკლული ერთ უბანში ცხოვრობდნენ, თუმცა ახლო ურთიერთობა არ ჰქონიათ.

გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურიდან ამ წუთებში სახლში გადაასვენეს.

მსგავსი თემები