„მოსახლეობისთვის გადაბრალება, რომ არ იცავენ წესებს და ამიტომ ვრცელდება ვირუსი, არასწორია“ – გიორგი კამკამიძე

იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე არსებული რეგულაციების არაეფექტურ კონტროლზე „მედიაცენტრ მთვართან“ საუბრობს და ამბობს, რომ უკონტროლობის მოსახლეობისთვის გადაბრალება არასწორია.

„სახელმწიფო სხვანაირად არ მუშაობს, მას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები ამის მონიტორირების და გაკონტროლების, თუ არა ეს ნიშნავს, რომ მართვა არ არის და არის ქაოსია“ – განაცხადა კლინიკა „ნიუ ლაბის“ ხელმძღვანელმა, იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

მედიკოსის შეფასებით, „მწვანე პასპორტების“ გაუქმებაც იმიტომ მოხდა, რომ ის ვერ პასუხობდა არსებულ გამოწვევებს.

,,მწვანე ბარათი“ გაუქმდა იმიტომ, რომ ის ვერ ასრულებდა თავის მოვალეობას.  ის რაც ვერ სრულდება შეიძლებოდა გაუქმებულიყო და ეს ტრაგედია არ არის. ტრაგედიაა ის, რომ ვერ მოვახერხეთ რეგულაციის შესრულება და მონიტორირება. დღეს ყველანაირი ბარიერის გარეშე დავრჩით ამ ინფექციასთან დაკავშირებით. გასამკაცრებელი არა, მაგრამ წესების დაცვა და მისი გაკონტროლება არის მთავარი. ძალიან დაბალია პირბადის ხმარების პროცენტი. დღეს, თავის დაცვის  სხვა არავითარი შესაძლებლობა არ გვაქვს.  მკაცრი მოთხოვნა პირბადის ხმარებაზე და  ეს მოთხოვნა უნდა იყოს დარეგულირებული“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან“.

მისივე თქმით, სახელმწიფოს კონტროლის ეფექტური მექანიზმები უნდა გააჩნდეს.

„ის , რომ მოსახლეობას გადავაბრალოთ, რომ ის არ იცავს წესებს და ამიტომ ხდება გავრცელება არ არის სწორი.  სახელმწიფო სხვანაირად არ მუშაობს, მას უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები ამის მონიტორირების და გაკონტროლების, თუ არა. ეს ნიშნავს, რომ მართვა არ არის და არის ქაოსი“ – აღნიშნა კამკამიძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები