„მომდევნო ხუთ-ნახევარი წელი ექნება სააკაშვილს აზრების წასაკითხად“ – სოზარ სუბარი

დეპუტატი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც ის საუბრობს, რომ  კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება იმიტომ შეუწყვიტა, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნას ხმები დაკლებოდა.

მისი განცხადებით, სააკაშვილს მომდევნო ხუთი წელი ექნება აზრების წასაკითხად, რეალური გადაწყვეტილება კი მაშინ გამოჩნდება, როცა პარლამენტი შეიკრიბება.

„სააკაშვილს შეუძლია აზრების წერა გააგრძელოს, ეს მისი საქმე იქნება უახლოესი, მინიმუ ხუთ-ნახევარი წლის განმავლობაში, სხვა საქმე არ ექნება. რაც შეეხება, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც პარლამენტი შეიკრიბება, თუმცა ნებისმიერი გადაწყვეტილება ვერ იქნება პოლიტიკასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ როცა კანონმდებლობა ამბობს, რომ ადამიანი არის მსჯავრდებული კონკრეტულ დანაშაულზე, მაშინ კანონი შესაბამისად ითვალისწინებს პროცედურის დაწყებას და პარლამენტის მანდატის შეწყვეტას. რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გამოჩნდება შემდეგ კვირას. ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი ადამიანია იმისთვის, რომ შექმნან კომისია“ – განაცხადა სუბარმა.

მსგავსი თემები