რა შემთხვევაში შემცირდება იზოლაციის ვადა – თამარ გაბუნია განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟუნალისტებთან განმარტავს, თუ ვისთვის არის არსებითად მნიშვნელოვანი იზოლაციის ვადის შემცირება.

გაბუნიას თქმით, იზოლაციის ვადა კვლავ რვა დღე დარჩება,  თუმცა იზოლაციიდან მეხუთე დღეს, თუ პირს არ დაუდასტურდა ვირუსი, ის შეძლებს პირბადის გამოყენებით დაუბრუნდეს ბიზნესაქტიურობას.

„ჯერჯერობით უსიმპტომო პირებისთვის იზოლაციის ვადა კვლავაც რჩება რვა დღე, თუმცა მიმდინარე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად დამატებით ვიმსჯელებთ. სხვა ქვეყნების გამოცდილება არსებობს, მაგალითად, იმ დათქმით, რომ მეხუთე დღეს ჩატარდება ტესტი და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პირმა შეიძლება, გააგრძელოს ჩვეული ბიზნესაქტიურობა, რა თქმა უნდა, პირბადის გამოყენებით, ეს მოდელები სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს.

მეტი აქცენტი კეთდება იმ პროფესიებზე, რომელთა დატვირთვა, დროული დაბრუნება სამსახურებში მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კოვიდპროგრამაში მონაწილე სამედიცონო პერსონალზე. ამდენად, ამ კვირის განმავლობაში ამაზე დამატებით მსჯელობა იქნება და თუკი ექსპერტები მხარს დაუჭერენ იზოლაციის ვადის შემცირებას საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ამაზე განცხადებას გავაკეთებთ.

სამედიცინო პერსონალში ვირუსის გავრცელება საკმაოდ აქტიურია, რაც გასაკვირი არ არის, რადგან პერსონალი მუშაობს მაღალი რისკის გარემოში. სწორედ სამუშაო ადგილზე მათი დროულ დაბრუნებაში შესაძლებელია, დაგვეხმაროს იზოლაციის ვადის ხუთ დღემდე შემცირება“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდიცაციო საბჭოს მოუწოდა, რომ იზოლაციის ვადის შემცირებაზე ემსჯელათ.

 

მსგავსი თემები