„ეს არის პრეპარატის გასაღების მცდელობა“ – გიორგი კამკამიძე „რედმისივერზე“ „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის არაეფექტურობასთან დაკავშირებით მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ისეთი ეფექტური ვერ გამოდგა, როგორც წარმოდგენას ქმნიდნენ. უფრო მეტიც, როგორც იმუნოლოგმა აღნიშნა, მიდის მისი გასაღება.

რემდმისევირი“ არ გამოდგა ისეთი პრეპარატი, როგორიც გათვლა იყო მწარმოებელისგან და სამეცნიერო საზოგადოებისგან. დღეისათვის რასაც ვხედავთ, ეს არის ამ პრეპარატი გასაღების მცდელობა, მარტო საქართველოში არა აშშ-შიც ასეა, სადაც შემუშავდა ეს პრეპარატი. ევროპის ქვეყნები ამ პრეპარატის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილები“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, ამ პრეპარატის არასასიამოვნო და მავნე შედეგები დამალულია.

რედმისივერს უკავშირდება დიდი სკანდალი იმისა, რომ დამალული იქნა რეალური შედეგები, ,იმ კვლევის შედეგები, რომელიც ჩაატარა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. სპეციალურად მოხდა ამ უარყოფითი შედეგების დამალვა მანამ, სანამ ევროპის გაერთიანება არ შეისყიდდა ამ პრეპარატის ძალიან დიდ რაოდენობას, ერთ მილიარდ დოლარზეა საუბარი. მხოლოდ ამის შემდეგ გამოქვეყნდა რეალური შედეგები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ პრეპარატს აქვს ნულოვანი ეფექტი“ – განაცხადა იმუნოლოგმა მედიაცენტრ მთავართან.“

“პრეპარატის გასაღების მცდელობა” – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე “მედიაცნტრ მთავართან”

 

მსგავსი თემები