„ვინც საქართველოს პრეზიდენტის თმის გათეთრებაში მიიღო მონაწილეობა, არ გაიხარებს“ – მაია ორჯონიკიძე

“არ გაიხაროს არცერთმა,  ვინც ოდნავი წვლილი მაინც შეიტანა შენი თმების გათეთრებაში,პრეზიდენტო…“ – ამ სიტყვების ავტორი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი მაია ორჯონიკიძეა, რომელმაც სოციალური ქსელის საშუალებით გამოაქვეყნა პოსტი.

„არც გაიხარებს არასდროს-წყეულიმც იყოს აწ და მარადის!

თუ ჯოჯოხეთი არსებობს-ჩაიწვას იმ ჯოჯოხეთში!

ცრემლები მახრჩობს და სირცხვილი მწვავს-როცა ვაცნობიერებ,რომ ამ ბოროტების აღლუმის თანამედროვე ვარ!!!“სააკაშვილის თავისუფლება არ უნდა იყოს პრიორიტეტული საკითხი” ხომ?!!

ვერ ხედავთ შუბლისძარღვგაწყვეტილებო,რომ კაცი ნელი სიკვდილით კვდება-ვერ ხედააავთ?!!!

და ამის მთქმელს ვინც “აპრავებს” და არ იმჩნევს-ის მთქმელზე უარესია,რადგან ესაა საუკუნის დანაშაულში თანამონაწილეობა!!!” – წერს მაია ორჯონიკიძე.

მსგავსი თემები