მძიმე პაციენტების რაოდენობა 1228 შეადგენს

ამ ეტაპზე, კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 210 686-ია. აქედან: 6 082 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 437, აჭარაში – 813, იმერეთში – 1 258.

მძიმე პაციენტია 1 228 პირი, მათ შორის, თბილისში – 469, აჭარაში – 150, იმერეთში – 379. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 277 პირი, მათგან თბილისში – 156, აჭარაში – 43, იმერეთში – 29. 1 897 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 184 – თბილისში, 490 – აჭარაში. 202 707 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 43 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 41, ხოლო აჭარაში – 2.

მსგავსი თემები