ვირუსით 54 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 221 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 124 442.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 54 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 300 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 801 შემთხვევა, აჭარა – 2 187, იმერეთი – 3 382, ქვემო ქართლი – 1 265, შიდა ქართლი -1 418, გურია – 657, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 577, კახეთი – 1 114, მცხეთა-მთიანეთი – 697, სამცხე-ჯავახეთი – 380, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 138.

მსგავსი თემები