პუტინი ისევ იმეორებს, რომ ნატოს გაფართოება არ უნდა მოხდეს

კრემლში ისევ ჯიუტად იმეორებენ, რონ ნატოს გაფართოება არ უნდა მოხდეს. აღნიშნული გზავნილი ვლადიმერ პუტინმა ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაიმეორა.

„რუსეთის ფედერაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოებას ახალი წევრების მიღების ხარჯზე“ – ასეთია პუტინის მორიგი და უცვლელი გზავნილი.

„კატეგორიული წინააღმდეგი ვართ აღმოსავლეთით ახალი წევრებით ნატო-ს გაფართოების. ჩვენთვის საერთო საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს შემდგომი გაფართოება ჩვენს საზღვრებთან. ჩვენ არ მივდივართ ნატო-სკენ, მაგრამ ნატო მოდის ჩვენსკენ. ამიტომ, იმის თქმა, რომ რუსეთი აგრესიულია, საღ ლოგიკას არ შეესაბამება… ნატო-ს ზოგიერთი ქვეყანა ეწინააღმდეგება უკრაინის ან საქართველოს ალიანსში მიღებას და რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესახებ ვიცით, არაერთხელ გვაქვს მოსმენილი. ამ შემთხვევაში მე მაქვს კითხვა, თუ ეს ასეა, მაშინ რატომ მოაწერეს ხელი ამ ქვეყნებმა 2008 წელს ბუქარესტში“, – განმარტავს პუტინი.

შეგახსენებთ, რონ მაკრონი-პუტინის შეხვედრა გუშინ გაიმართა. ერთ-ერთი სასაუბრო თემა კი უკრაინა იყო.

მსგავსი თემები