რატომ შეუჩერეს სასწრაფოდ ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილება?! – მიხეილ სააკაშვილის განმარტება

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის პირად „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც იგი კომიტეტის მიერ ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

სააკაშვილის განცხადებით, კომიტეტმა ჯაფარიძეს უფლებამოსილება იმიტომ შეუჩერა, რომ  წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა. აქვე მან განმარტა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მტრის საამებლად ძალადობა ისტორიული სირცხვილია.

„სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ ჩემი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა. ივანიშვილს და “ოცნებას” ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო.

ახლა, წამებისა და არააამიანური მოპყრობის დასამტკიცებლად, უკვე საკმარისზე მეტი მასალაა, მათ შორის, სახალხო დამცველის კომისიამ უტყუარად დაადგინა PTSD-ს დაავადება, რაც წამების პირდაპირი შედეგია. ამათ გაუშვეს კადრები, სადაც ცემა-ტყეპა და მიწაზე თრევა უკვე დასრულებული ჰქონდათ და აღარ მქონდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, მაგრამ ეს შედარებით “მსუბუქი” კადრებიც ღიად ადასტურებს დანაშაულს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველოს ისტორიული სირცხვილია, როცა დამპყრობლის საამებლად ამას აკეთებ“- განახცადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი თემები