„ზელენსკი იმ ყვეყნის პრეზიდენტია, რომლის საზღვართან 125 000 რუსი ჯარისკაცი იმყოფება“ – მაკრონი-პუტინის შეხვედრა

„მე ვეტყვი პრეზიდენტ ზელენსკის, ისევე, როგორც ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მინსკის შეთანხმებებს პროგრესის მიღწევა შეუძლია. ამაზე პრეზიდენტ ზელენსკისთან ხვალ ვისაუბრებ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსნებთ, რომ პუტინი-მაკრონის შეხვედრა გუშინ გაიმართა. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, პრეზიდენტი ზელენსკი დღეს იმ ქვეყნის პირველი პირია, რომლის საზღვართან 125 000 რუსი სამხედრო იმყოფება.

როგორც მაკრონი აცხადებს, უკრაინის საკითხის გადაჭრა მხოლოდ პოლიტიკური გზით შეიძლება.

„საფრანგეთი გააგრძელებს მის ძალისხმევას ნორმანდიულ ფორმატში კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის. მომდევნო დღეები იქნება გადამწყვეტი და საჭიროებს ინტენსიურ დისკუსიას, რომელიც ერთად გვექნება“, – აღნიშნა მაკრონმა პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები