„გპირდებით, ჩვენ ამას შევძლებთ“ – ჯო ბაიდენი რუსეთს ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გერმანიის კანცლერს – ოლაფ შოლცს შეხვდა. ერთ-ერთი განსახილველი საკითხი რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და უკრაინის საზღვართან საომარი მოქმედებებისთვის მზადება იყო.

ჯო ბაიდენი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუ რუსეთი უკრაინის საზღვარს გადალახავს და შეჭრას შეეცდება, გაზსადენს საფრთხე დაემუქრება.

„თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, რაც ნიშნავს, რომ ტანკები ან ჯარისკაცები კვლავ გადაკვეთენ ქვეყნის საზღვარს, გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აღარ იქნება. ჩვენ მას დავასრულებთ“, – განაცხადა ბაიდენმა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრეზიდენტმა დასძინა, რომ ამერიკა ამას შეძლებს.

 

მსგავსი თემები