დაპირისპირება ექიმებში „რედმისივერის“ აკრძალვა-არაკრძალვის გამო

კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატ „რედმისივერის“ გამოყენების გამო, ექიმები ერთმანეთს ისევ სოციალურ ქსელებში დაუპირისპირდნენ. იმუნოლოგ გიორგი კამკამიძის პოზიცია, რომ „რედმისივერიუეფექტოა, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისთვის არასერიოზულია.

თენგიზ ცერცვაძე  აცხადებს, რომ მსგავსი გზავნილების გავრცელება არაფრით შეიძლება და არავითარი საფუძველი არსებობს, რომ ქვეყანაში „რედმისივერის“ გამოყენება აიკრძალოს.

„ბატონმა გიორგი კამკამიძემ ა.წ. 2 თებერვალს გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ის ტრადიციულად გამოდის COVID ავადმყოფების სამკურნალოდ „რემდესივირის“ გამოყენების წინააღმდეგ ერთი იმიტომ, რომ, მისი აზრით, „რემდესივირიუეფექტოა?! და მეორე იმიტომ, რომ „რემდესივირს“ თითქოს თეორიულად შეუძლია გამოიწვიოს COVID-ით ავადმყოფების ორგანიზმში არსებული ლატენტური ჰერპესვირუსების (მათ შორის პოტენციურად ონკოგენურის) რეაქტივაცია.

მიმაჩნია, რომ ამ საკითხის სოციალური ქსელით განხილვა ძალიან სერიოზული შეცდომა იყო ვინაიდან „რემდესივირით“ უკვე ნამკურნალებ ათასობით პაციენტს შესაძლოა, რაღაც სრულიად უსაფუძვლო ეჭვები გაუჩნდეს, ხოლო მეორე ნაწილმა შესაძლოა მომავალში თავი შეიკავოს „რემდესივირით“ მკურნალობისგან, რაც ნეგატიურად აისახება მათ ჯანმრთელობასა და დაავადების გამოსავლებზე. უკვე დაფიქსირდა კურიოზული შემთხვევა?! როცა ერთ-ერთმა ცნობილმა ექიმმა „რემდესივირით“ ნამკურნალები ავადმყოფების ონკომარკერებზე გამოკვლევა გადაწყვიტა?!?! სჯობდა ბ-ნ გიორგის ამ საკითხზე მიემართა კლინიკური ჯგუფისთვის, ჯანდაცვის სამინისტროსთვის ან საკოორდინაციო საბჭოსთვის“ – წერს თენგიზ ცერცვაძე.

მისივე შეფასებით, გიორგი კამკამიძის არგუმენტი, რომ COVID-19-ით ავადმყოფებში „რემდესივირით“ მკურნალობა არაეფექტიანია, კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს.

„ეს ბატონმა გიორგიმაც შესანიშნავად იცის, ისევე როგორც ის, თუ რა სერიოზულ ნეგატიურ შედეგებს მოიტანს “რემდესივირით” მკურნალობაზე უარის თქმა, მაგრამ ეს მას ხელს არ უშლის გააკეთოს ის, რასაც აკეთებს“ – აცხადებს ტენგიზ ცერცვაძე.

 

მსგავსი თემები