კელი დეგნანს იმედი აქვს, სასამართლო სარჩელს მანამ განიხილავს, სანამ ახალ ინსპექტორს დანიშნავენ

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლომ სახელმწიფო ინსპექტორის – ლონდა თოლორაიას სარჩელი მანამ უნდა განიხილოს, სანამ ახალ ხელმძღვანელს დანიშნავენ. აღნიშნულ თემაზე ელჩმა ჟურნალისტებთან პარლამენტში ისაუბრა.

„იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საქმე ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით დასრულდება მანამ, სანამ ახალი დანიშვნები მოხდება. ამჟამინდელ სახელმწიფო ინსპექტორს ჯერ კიდევ სამი წელი დარჩა კანონიერი ექვსწლიანი მანდატის დასრულებამდე და მის მუშაობასთან დაკავშირებით პარლამენტში ან სხვაგან პრეტენზიები და საჩივრები არ ყოფილა. მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს მანამ, სანამ ახალი კანდიდატების დანიშვნა მოხდება,“ – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

მსგავსი თემები