„ჩვენი ინტერესია, ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს“ – ამერიკის ელჩი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, მთავარი ინტერესი რაც მათ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გააჩნიათ, არის მათი უფლებრივი მდგომარეობა და ჯანდაცვა.

„როგორც ვიცი ბატონმა სააკაშვილმა სარჩელი გააგზავნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. არსებობს სპეციალური პროცედურები, რის მიხედვითაც, ეს საკითხები განიხილება. რაც შეეხება კანონის უზენაესობას და მის დაცვას, ჩვენი ინტერესია, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს, მას ღირსეულად მოექცნენ, მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება, სარგებლობდეს სამართლიანი სასამართლოთი“, – აღნიშნა ელჩმა ჟურნალისტებთან.

კელი დეგნანმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მისი გადასაწყვეტ არ არის.

„ჩემი გადასაწყვეტი არაა, უნდა შეიქმნას თუ არა საგამოძიებო კომისია, არსებობს შესაბამისი წესები და პროცედურები და თუკი მხარდაჭერა იქნება, პროცესი წინ წავა, მაგრამ ეს მთლიანად არის პარლამენტის უფლებამოსილება“, – აღნიშნა ელჩმა პარლამენტში.

 

მსგავსი თემები