პარლამენტის ბიუროზე მიხეილ სააკაშვილის თემაზე ინიციატივა დარეგისტრირდა

მიხეილ სააკაშვილის მიმართ  ჰქონდა თუ არაადამიანურ მოპყრობას ადგილი, ეს საკითხი პარლამენტის სპეციალურმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, თუ პარლამენტი მის შექმნას მხარს დაუჭერს.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, ინიციატივა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია-ს“ მხრიდან უკვე დარეგისტრირდა. საუბარია „საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე“ პარლამენტის დადგენილების პროექტზე. როგორც ბიუროს სხდომაზე აღინიშნა, დადგენილების პროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას, საკომიტეტო განხილვების გარეშე წარედგინება.

 

მსგავსი თემები