ელიავას ბაზრობაზე დაახლოებით 1500 კვადრატი დაიწვა

ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის – ოთარ კერესელიძის თქმით,  ხანძარი სასაწყობე ფართში გაჩნდა.

„ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება, რამაც თავიდან აგვაცილა გავრცელება. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სასაწყობე ფართში გაჩნდა ხანძარი. ხანძარი გავრცელებული იყო დაახლოებით 1000-1500 კვადრატულ მეტრზე“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები