„დღეს ნანახი სააკაშვილი რადიკალურად განსხვავდება იმ ადამიანისგან, რომელიც პირველად ვნახე ციხეში“ – გრიგოლ ვაშაძე

ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

ვაშაძის განცხადებით, სააკაშვილის მკურნალობის მეთოდი უნდა შეიცვალოს, რათა მდგომარეობა კიდევ უფრო არ გართულდეს.

„სააკაშვილთან ექიმები უნდა შევიდნენ. მკურნალობა უნდა შეიცვალოს, სპეციალური აპარატურაა საჭირო და ესეც უნდა იქნეს გამოყოფილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რადიკალური განსხვავებაა იმ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც მე ციხეში პირველად ვნახე და დღევანდელს შორის. მე კიდევ შევალ მასთან თებერვლის შუა რიცხვებისკენ და იმედი მაქვს, რომ მანამდე ხელისუფლება მიიღებს ზომებს, რომ ეს მდგომარეობა არ გართულდეს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი გასულ წლის პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი ამჟამად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

მსგავსი თემები