ბადრი ჯაფარიძეს კომიტეტმა უფლებამოსილება შეუჩერა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და მას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

„განაჩენით დასტურდება, რომ პარლამენტის წევრის ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგინდა გამამტყუნებელი განაჩენი და იგი ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180 მუხლის მეორე ნაწილის “ა“ და მესამე ნაწილი “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შალვა ნათელაშვილს და ელენე ხოშტარიას კომიტეტმა სადეპუტატო მანდატი შეუჩერა

მსგავსი თემები