სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიუროზე დღეს დადგება

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ბიუროზე დღეს დააყენებს საკითხს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის არაადამიანურ მოპყრობას ეხება. საუბარია რუსთავიდან გლდანის დაწესებულებაში გადაყვანისას მომხდარ ფაქტზე.

“საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მიმართ შესაძლო ძალადობრივი შეურაცხმყოფელი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე” – ეს არის დადგენილების პროექტი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოამზადა.

დეპუტატები ითხოვენ, შეიქმნას კომისია, რომელიც 3 თვე იმუშავებს და სათანადო დასკვნას წარადგენს. საკითხის დადებითად გადაწყვეტისთვის კი საჭიროა 50 დეპუტატის თანხმობა.

 

მსგავსი თემები