კორონავირუსით 11 235 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 39 905 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 11 235 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 130  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  33,14%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 325 838.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 7 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 27,37% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30,99%.

მსგავსი თემები