საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთში შესვლა შეუძლიათ

საქართველოს მოქალაქეებს, სხვა ქვეყნების მსგავსად, საბერძნეთში შესვლა თავისუფლად შეუძლიათ. არსებობს რამდენიმე კრიტერიუმი, რომლისგანაც ერთ-ერთს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომელიც საბერძნეთის საზღვარს კვეთა.

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საბერძნეთში გამგზავრება თუ:

·        ვაქცინირებულია გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე;

·        ან ფლობს ვაქცინაციის მოწმობას, რომელიც ძალაშია ვაქცინაციის ბოლო დოზიდან მომდევნო ცხრა (9) თვის განმავლობაში;

·        ან, წარადგენს COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების დამადასტურებელ საბუთს, გაცემულს დიაგნოსტიკიდან მე-14 დღეს – 180 დღიანი მოქმედების ვადით;

·        ან წარადგენს უარყოფით მოლეკულურ ტესტს (PCR), რომელიც მგზავრობამდე მაქსიმუმ 72 საათით ადრეა გაკეთებული;

·        ან ოცდაოთხი (24) საათით ადრე გაკეთებულ ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

ასევე, მოგზაურები ვალდებულები არიან, საბერძნეთში გამგზავრებამდე შეავსოს PLF ფორმა.

 

მსგავსი თემები