ბაკურიანში, გაჩერებულ საბაგიროში ჩარჩენილი ტურისტები ამ დრომდე ვერ გამოჰყავთ

„მიტარბის“ გაჩერებულ საბაგიროზე მყოფი დამსვენებლები ამ დრომდე ჰაერში რჩებიან და იყინებიან. როგორც ერთ-ერთი დამსვენებელი წერს, ამ დრომდე საბაგიროს დაძვრას ვერაფერი ეშველა არც ევაკუაცია დაწყებულა და არც არავინ იცის, როდის მოხდება მათი გამოყვანა.

„ჯერჯერობით ვითარება უცვლელი, ვართ ჰაერში და ვიყინებით, გამოაცხადეს, რომ ევაკუაცია დაიწყებოდა და გაგვიყვანდნენ, ჯერ არაფერი დაუწყიათ. ვერც ვერავის ვხედავ, ვინც საბაგიროდან გაიყვანეს’ წერს ერთ-ერთი დამსვენებელი, რომელიც საათზე მეტია, სხვა დამსვენებლებთან ერთად გაჩერებულ საბაგიროში იყინება. ი

შეგახსენებთ რომ ტექნიკური პრობლემების გამო საბაგირო გაჩერდა.  მთის განვითარების კომპანიის ინფორმაციით, პრობლემა ძაბვის ვარდნამ შექმნა.

ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა – მიზეზს მთის კურორტების განვითარების კომპანია ასახელებს

მსგავსი თემები