“ექსპერტების ჩართულობითა და კონსულტაციებით, ვმუშაობთ შტორმის მიერ გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად”, – არჩილ ჩიქოვანი

ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა ზღვის შტორმის შედეგად დაზიანებული სანაპირო ზოლის აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან განაცხადა რომ, კონსულტაციები დაწყებულია და უახლოეს პერიოდში აღნიშნული პრობლემა მოგვარდება.

“ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე. არის მცირე მონაკვეთი, სადაც უხვი ნალექის დროს გამოწვევების წინაშე ვდგებით. ჩვენ, როგორც ადგილობრივ მთავრობასთან, ასევე, საქართველოს მთავრობასთან ერთად და, რა თქმა უნდა, შესაბამისი ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართულობითა და კონსულტაციებით, ვმუშაობთ ამ მიმართულებით, რათა ეს პრობლემა დროულად გადაწყდეს”, – განაცხადა ბათუმის მერმა.

მსგავსი თემები