ბაკურიანში საბაგირო გაჩერდა – მიზეზს მთის კურორტების განვითარების კომპანია ასახელებს

ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან მყოფი დამსვენებლები დახმარებას ითხოვენ. უკვე ნახევარი საათია საბაგირო გაჩერებულია, დამსვენებლები კი ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. არსებული ინფორმაციით, საბაგიროთი დაახლოებით 50-მდე პირი გადაადგილდებოდა.

მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაკურიანში, აღნიშნული საბაგირო ძაბვის ვარდნის გამო გაჩერდა. ადგილზე მობილიზებულები არიან მაშველები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ამ წუთისათვის მაშველებს მგზავრები საბაგიროდან ჩამოჰყავთ.

მსგავსი თემები