გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ბერლინში უკრაინის საკითხზე სამსჯელოდ შეიკრიბებიან

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები ბერლინში უკრაინის გარშემო არსებულ ვითარებაზე შეხვედრას გამართავენ. პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა ბერლინში “ვაიმარის სამკუთხედის” ფორმატში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს შეხვდება.

შეხვედრა სამშაბათს, 8 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გაიმართება. მხარეები ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხების განხილვას გეგმავენ.

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტის საერთაშორისო პოლიტიკის ბიუროს ხელმძღვანელმა იაკობ კუმოჩმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების თემა უკრაინა იქნება.

 

 

მსგავსი თემები