თბილისის მერია: “ინფორმაცია, თითქოს გენერალ კვინიტაძის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი, დეზინფორმაციაა”

“გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გენერალ კვინიტაძის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი, დეზინფორმაციაა”, – აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიის განცხადებაში. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან და საფლავის მოპირკეთება უმოკლეს ვადებში დასრულდება.

“ტელეკომპანია პირველი” კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას. მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეროვნული გმირის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან. გენერლის ოჯახის მხრიდან თანხმობის მიღებისთანავე როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე თბილისის მერია მზადყოფნას გამოხატავენ, უმოკლეს ვადებში დაასრულონ საფლავის მოპირკეთება”, – წერია განცხადებაში.

 

მსგავსი თემები