“იმისთვის, რომ დაძაბულობას ხელი არ შევუწყოთ, უკრაინას იარაღს არ მივცემთ”, – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

“დაძაბულობას ხელს არ შევუწყობთ, ამიტომაც უკრაინას იარაღს ვერ მივაწვდით”, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, კრისტინე ლამბრეხტმა. მისი თქმით, ბერლინი კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის მომხრეა.

“ფედერალურ მთავრობას დიდი ხანია გააჩნია მკაფიო პოზიცია – ჩვენ არ მიგვიწოდებია იარაღი კრიზისული ზონებისთის, რათა არ დაგვეშვა იქ შემდგომი ესკალაცია. უკრაინის კონფლიქტში ჩვენ გვყავს პარტნიორები მოლაპარაკებების საკითხში, რომლებიც დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას, მაგალითად, რუსეთი-ნატოს საბჭოში და „ნორმანდიულ ფორმატში. კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარებადია”, – განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი თემები