აშშ-ს ელჩი: “ბიძინა ივანიშვილი ძალიან გავლენიანია, თუმცა მასთან კონტაქტი აღარ გვაქვს”

აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით დიპლომატიურ კორპუსს ბიძინა ივანიშვილთან ჩართულობა აღარ აქვს. დიპლომატი ამის მიზეზად ოლიგაქრის პოლიტიკდან წავლის გადაწყვეტილებით ხსნის.

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი ძალიან გავლენიანი ქართველია. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართულ ბიზნეში, განათლებაში, დაარსა პარტია, რომელიც დღეს საქართველოს მმართველობს.  მან გადაწყვტია, რომ პოლიტიკიდან გასულიყო და შედეგად ჩვენ მასთან ჩართულობა აღარ გვაქვს მისი პერსონალური გადაწყვეტილების გამო, რომ გასულიყო პოლიტიკდან”, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები