კელი დეგნანის მოწოდება მთავრობას: “მკაცრად დაიცავით მიხეილ სააკაშვილის უფლებები”

აშშ-ს აელჩი საქართელოშ კელი დეგნანი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს საქართელოს მესამე პრეზიდენტის მიმართ სამართლიანი სასამართლო პროცესი და ადექვატური სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რამდენად ლეგიტიმურია მიხეილ სააკაშვილის მიმართ წარმოდგენილი ბრალდებები.

“მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში ზუსტად არჩევნების დაწყების წინ დაბრუნდა, როცა პოლარიზაცია უკვე ძალიან იყო გაღრმავებული. ჩვენ როგორც საჯაროდ, ასევე კერძო საუბრებში მთავრობას საკმაოდ აქტიურად მოვუწოდებთ, რომ დაიცვან მისი ადამიანური უფლებები და მას ღირსების დაცვით მოექცნენ, რათა მან სათანადო სამედიცინო მომსახურება და რა თქმა უნდა, სამართლიანი სასამართლო პროეცსი მიიღოს. მის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებები უნდა იყოს სრულად წარმოდგენილი იმისთის, რომ საზოგადოებამ იცოდეს ლეგიტიმურია თუ არა ეს ბრალდებები”, – განაცხადა დეგნანმა.

მსგავსი თემები