ამირან გამყრელიძე: “პანდემიის დასრულების გზა მხოლოდ იმუნიზაციაზე გადის, შეზღუდვები არ დაწესდება”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში შეზღუდვები მოსალოდნელი არ არის. მისი თქმით, საკორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება ვაქცინაციაა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ პანდემიის დასრულების გზა იმუნიზაციაზე გადის.

“არავითარი შეზღუდვები არ იქნება. საკოორდინაციო საბჭოს მთავარი მოწოდება გახლავთ, რომ ავიცრათ, რადგან აცრა აკავებს ინფექციას. ასევე, განაკუთრებით მნიშვნელოვანია ბუსტერიზაცია. რაც მეტი ბუსტერი გაკეთდება, მით უფრო კარგად შეკავდება ინფექცია და მშვიდად ვიქნებით. 6,4% ადამიანია ბუსტერით აცრილი, რაც ძალიან ცოტაა. სასურველია 1 200 000 ადამიანის ბუსტერით აცრა. პანდემიის დამთავრების გზა გადის მხოლოდ და მხოლოდ იმუნიზაციაზე”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები