ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ევროპაში ბუნებრივი აირის ექსპორტის ზრდას მიესალმება

ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში ქადრი სიმსონმა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და ენერგეტიკის მინისტრ შაჰბაზოვთან ,,სამხრეთის გაზის დერეფნის“ მერვე მინისტერიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი აზერბაიჯანიდან ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობის წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე ზრდას მიესალმება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ,,სამხრეთის გაზის დერეფნის“ ინფრასტრუქტურის მუშაობას, რომლის სრულმასშტაბიანი ამუშავებიდან ერთი წელი გავიდა. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ პროექტი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის საიმედო, კონკურენტუნარიან და ხელმისაწვდომ მიწოდებას უზრუნველყოფს.

“ჩვენ გვინდა, რომ აზერბაიჯანიდან ევროპაში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 10 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწიოს. ასეთი ზრდა მნიშვნელოვანია „ენერგეტიკულ ბაზარზე დეფიციტისა და ფასების ზრდის ფონზე”, – განაცხადა სიმსონმა კონფერენციაზე.

მსგავსი თემები