წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს

ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან სიწმინდე მოიპარეს. წაღებულია სპიროდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეკლესია ავრცელებს.

“ამა წლის 13 იანვარს, #ვარკეთილის ზემო პლატოს მე-10 კვარტალში მდებარე წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის სამლოცველოდან დაიკარგა (მოიპარეს), თითოეული ჩვენგანისთვის უდიდესი სიწმინდე, წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ფაჩუჩი (რომელიც ფოტოზეა ასახული). შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უდიდესი ბოროტების წინააღმდეგ!

გთხოვთ #გააზიაროთ და ხმა მივაწვდინოთ იმ ადამიანს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიედ  ჩაიდინა ეს საქციელი და ვიმედოვნებთ გამოიჩენს კეთილგონიერებას და დაგვიბრუნებს სიწმინდეს, რომელიც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები