პერუში 4 დღის დანიშნული პრემიერ-მინისტრი ოჯახური ძალადობის ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა

უცხოური მედიის ინფორმაციით, პერუს პრემიერ-მინისტრი ჰექტორ ვალერი ქალიშვილსა და მეუღლეზე ძალადობის ბრალდების გამო თანამდებობიდან გადადგა.

ვალერმა პოლიტიკური ძალები ოჯახური ძალადობის ცრუ ბრალდებებსა და თანამდებობიდან გადადგომის იძულებაში დაადანაშაულა.

მისი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ 2016 წლის პოლიციის ანგარიშები გავრცელდა, სადაც ქალიშვილი და მეუღლე ძალადობის შესახებ საუბრობენ. პრემიერ-მინისტრმა ბრალდებები უარყო.

აღნიშნულ პოსტზე ჰექტორი ოთხი დღის წინ დაინიშნა. პარასკევს პრეზიდენტმა პედრო კასტილომ განაცხადა, რომ ის კვლავ განაახლებს მინისტრთა კაბინეტს.

მსგავსი თემები