ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდას ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მეხანძრეების რამდენი ჯგუფი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს ასრულებდა.

ცეცხლი სოფელ შილდის ტყეში ადგილობრივებმა გუშინ შენიშნეს და სახანძრო სამაშველო სამსახურს შეატყობინეს. მათი თქმით, დამწვარია ტყის ქვედა საფარი, დაახლოებით 10 ჰექტრამდე ტერიტორია.

იმის გამო, ცეცხლის რთულად მისასვლელ ადგილზე გაჩნდა,ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში მხოლოდ ცოცხალი ძალა იყო ჩართული.

მსგავსი თემები