ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 38 ადამიანი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 212 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა – 1 456, იმერეთი – 2 988, ქვემო ქართლი – 1 008, შიდა ქართლი – 1 147, გურია – 417, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 233, კახეთი – 828, მცხეთა-მთიანეთი – 336, სამცხე-ჯავახეთი – 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 72.

მსგავსი თემები