ბოლო 24 საათში კორონავირუსით 19 098 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 52 362 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 19 098 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 531  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  36.47%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 314 603.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 36.47%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 30.65% ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.00%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 17 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 089 091.

მსგავსი თემები